რიო დე ჟანეიროში ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი დაიწვა. ხანძარმა ქვეყნის უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაში შენახული ექსპონატების უმეტესობა გაანადგურა. მუზეუმმა, რომელიც ადრე პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო, 200 წლის იუბილე 2018 წელს აღნიშნა.
ცეცხლი გუშინ საღამოს, მუზეუმის დახურვის შემდეგ გაჩნდა. მიზეზი უცნობია.
ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის თქმით, ეს იყო სამწუხარო დღე ყველა ბრაზილიელისთვის. მისი ინფორმაციით, "200-წლიანი მუშაობა, კვლევა და ცოდნა დაიკარგა".
ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში განთავსებული იყო 20 მილიონი ექსპონატი - არქეოლოგიური არტეფაქტები, ნამარხები და ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნი უდიდესი მეტეორიტი.
ბუნებრივი ისტორიის კოლექცია მოიცავდა დინოზავრის ძვლებს და ქალის 12 000 წლის ჩონჩხს, ამერიკის უძველეს აღმოჩენას.





