მარნეული

მარნეულში ხანძრის შედეგად დაიწვა სავაჭრო ფართი, დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა სავაჭრო ფართი და კაფე. ხანძრის სწრაფ გავრცელებას საბურავების მაღაზიაში გაჩენილმა ცეცხლის კერამ შეუწყო ხელი, გავრცელებული ცნობით დამწვარია 200 კვ.მ. ფართი.

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო 57 წლის მამაკაცმა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები