სექსუალური ძალადობა

ჟერარ დეპარდიეს ახალგაზრდა ქალის გატაცებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, ახალგაზრდა ქალი გატაცებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

22 წლის ფრანგმა მსახიობმა 69 წლის დეპარდიეს შესახებ პოლიციაში განცხადება 27 აგვისტოს შეიტანა, პროკურატურამ კი საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.

დეპარდიე ყველა დრალდებას უარყოფს. როგორც მსახიობის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ ახალგაზრდა მსახიობს იცნობს, თუმცა ძალადობის ფაქტებს არ ადასტურებს.

ფრანგული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი საჩივარში ყვება ორი ინციდენტის შესახებ, რომელიც წელს, აგვისტოში დეპარდიეს სახლში, რეპეტიციის დროს მოხდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, დეპარდიე ახალგაზრდა მსახიობი ქალის მამის მეგობარია.

კომენტარები