ხანძარი

ბათუმში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 10 მაღაზია დაიწვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი - ჯამში 560 კვ.მ ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი. სამსახურის ცნობით, ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ჯამში 65 მეხანძრე-მაშველი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ.

კომენტარები