კასპში მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.
"როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, თავი მოიკლა“, - წერს ინტერპრესნიუსი მეზობლებზე დაყრდნობით.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.