ჯონ მაკკეინი

სააკაშვილი: მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს მსოფლიოში

ჯონ მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და საერთოდ, მსოფლიოში. მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე მყოლია მე ცხოვრებაში. ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძლიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის. 

მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი? იმიტომ, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როდესაც გვჭირდებოდა, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი და ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი. 

ჩვენს მრავალათასწლოვან ისტორიაში, ძალიან ცოტა არის ასეთი ფაქტები. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მოღვაწე. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე და მისი საქმის ბოლომდე მიყვანა ასევე იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება საბოლოო გათავისუფლება, ქართველი ერის საბოლოოდ ფეხზე წამოდგომა, საქართველოს ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო უზრუნველყოფილი მშვიდობიანი მომავალი. ამის სჯეროდა ჯონ მაკკეინს და ჩვენ ამას აუცილებლად ერთად შევასრულებთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კომენტარები