ჯონ მაკკეინი

ვაშაძე: რომ არა მაკკეინის ხმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, სამყარო უარესი იქნებოდა

ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის  ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო“ არ არის, არის საბჭოთა კავშირის მეორე გამოცემა, სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა, რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება.

კომენტარები