არჩევნები 2018

კობახიძე: საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ გავაჟღერებთ

პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარს ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ "ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. მმართველმა პარტიამ, გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე კანდატი არ ჰყავდეს. თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ამ დროისთვის არ ამბობენ, დაუჭერენ თუ არა მხარს რომელიმე არსებულ კანდიდატს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტიის მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს ექნებოდა. 8 სექტემბრის შემდეგ მმართველმა გუნდმა უნდა თქვას, დაუჭერს თუ არა რომელიმე კანდიდატს მხარს და ვინ იქნება ეს კანდიდატი.

კომენტარები