ვარაზისხევზე დღეის მდგომარეობით არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციებისთვისაც, ქვემოთ. მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტი. არ ვიცი, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობასაც. მგონია, რომ ჯერ ერთი ძალიან ხმაურია, მტვერი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ეს არ არის ისტორიული ადგილი, არანაირი სტატუსი არ აქვს და შესაბამისად მგონია, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება, საფეხმავლო გზის გაფართოებაც იქნება შესაძლებელი, ქვემოთ, კომუნიკაციები, მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის შესაცვლელი და მოსაწესრიგებელი
თბილისის მერია
კალაძე: მინდა ვიკითხო, შესაძლებელია, რომ ვარაზისხევზე ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს ასფალტი?
tbl.ge/335h
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან




