გუნდში მიმდინარეობს არამხოლოდ კომუნიკაცია, არამედ მე ვიტყოდი, დისკუსია ამ საკითხზე. მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა, აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თავისი არგუმენტები. ის, რომ ვინაიდან, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა გუნდმა მონაწილეობა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აუცილებლად თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას
tbl.ge/335f
დაკოპირდა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, პარტიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ეყოლებათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 6 აგვისტოს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენდა.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




