ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის გამოცდის შედეგები დღეს 12 საათზე გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ავრცელებს.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნით შეუძლიათ. აბიტურიენტმა შედეგის გასაგებად ნომერზე 93333 საკუთარი საგამოცდო საიდენთიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს.