საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სოფელ საგურამოში ხანძარია. დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავები დაიწვა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ამ წუთებში ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.