საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

სასამართლო: კულტურული მემკვიდრეობის კანონის რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურია

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. 

კერძოდ:

მოსარჩელე მხარე - საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე - სადავოს ხდიდა ნორმებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ძეგლის მესაკუთრე რელიგიური კონფესიებისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისთვის და/ან მესაკუთრის თანხმობის გარეშე ჩაეტარებინა გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები. 

მოსარჩელეთა განმარტებით, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუვრცელებლობით სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს.

მოპასუხე მხარის მოსაზრებით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების რელიგიურ კონფესიებზე გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ მიერ რელიგიური დანიშნულების ობიექტების აღმსარებლობისათვის გამოყენებას. სადავო ნორმა კი ხელს უწყობდა აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელებას.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს - რელიგიის თავისუფლების რეალიზების ხელშეწყობას. თუმცა, იგი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების/განადგურების შესაძლებლობას უშვებდა, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას რელიგიური რიტუალების აღსრულება არ მოითხოვს. ამდენად,სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებას, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები