ვფიქრობ, ეს აზრი არის ყველაზე მისაღები, რომ ჩვენ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ ან ნეიტრალურ კანდიდატებს, რომ იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და თავად გადაწყვიტოს ხალხმა, ამ კანდიდატთაგან რომელი იქნება მათი არჩეული პრეზიდენტი. ეს იდეა ძალიან მომწონს და ელჩებსაც ძალიან მოეწონათ. ამან მათი აღფრთოვანება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ეს მოგვცემს ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან იმიტომ რომ სააკაშვილის და მისი დაშლილი, დაქსაქსული, არსებობის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. თუ ივანიშვილის იდეა გუნდმა გაიზიარა, მივიღებთ საინტერესო პროცესებს, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ ან მოქმედ გუნდს. ეს მგონი ძალიან საინტერესო იქნება
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
წულუკიანი: თუ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარვადგენთ, საინტერესო პროცესები განვითარდება
tbl.ge/31pa
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას დადებითად აფასებს.
ამავე თემაზე
- კალაძე: ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს
- რუსთავის მერიასთან საარჩევნო პარაკლისი აღავლინეს
- ნარმანია: არასოდეს დამიტოვებია გვარდია
- ბუღაძე: მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს
- ნოდია: "ცხრა წლის" დაბრუნება შეუძლებელია, ახლა მიშაც, ენმ-ც, კონსტიტუციაც და ქვეყანაც სხვაა




