არჩევნები 2018

კობახიძე: ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ სურს

სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება პოზიცია, რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები