სარალიძე: 17:00 საათზე მივდივარ პროკურატურაში, პასუხების დრო დადგა

rustavi2

დღეს 17 ივლისს 17.00 საათზე ზაზა სარალიძე პროკურატურაში მისვლას გეგმავს. როგორც სარალიძე სოციალურ ქსელში წერს, 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე პროკურატურამ 10 დღიანი ვადა ითხოვა. 

"დღეს 17 ივლისს 17.00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად.შეხვედრას დაესწრება შსს-ს წარმომადგენლობაც.
7 ივლისს როდესაც ვიყავით, მათ ითხოვეს 10 დღის ვადა. პასუხების დრო დადგა." - წერს სარალიძე. 

7 ივლისს მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. მანამდე კი სარალიძემ შსს-თან აქცია გამართა, ის მთელი ღამის განმავლობაში უწყების შენობასთან იყო და მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვდა. პროკურატურაში შეხვედრსი შემდეგ მან თქვა, რომ "რადიკალური ნაბიჯი გადაიდგმებოდა." შეხვედრის დაწყებამდე სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობდა, რომ გამომძიებლებთან მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დააყენებდნენ მოთხოვნას, თუმცა იყო თუ არა ამაზე საუბარი, ზაზა სარალიძეს არ დაუკონკრეტებია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ევროპული საქართველოს წევრებმა ორი წინასწარი რეკომენდაცია შეიმუშავეს - კონფლიქტში მონაწილე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აზრით, კალანდიას მიმართ დევნის დაწყება ნაადრევია. ხოლო გ.მ-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყების რეკომენდაცია - არასწორი. 

კომენტარები