2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

9 ოპოზიციურ პარტიას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება. 

"გამოსავალი არის ერთადერთი - მაქსიმალური გაერთიანება ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფის, ვისაც მართლა სწამს და სჯერა საქართველოს მომავლის. დრო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, კონკრეტულ სახელებს ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ მივედით, თითქმის, შეთანხმების პროცესამდე და გვეყოლება საერთო კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში",- ამბობს ვაშაძე.

9 ოპოზიციური პარტიის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გახდება ცნობილი.  

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეყოლებათ ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს  ხელისუფლების შესაცვლელად.

კომენტარები