Wonder Woman

გალ გადო ბავშვთა საავადმყოფოში Wonder Woman-ის კოსტიუმით მივიდა

twitter

გალ გადო ბავშვთა საავადმყოფოში Wonder Woman-ის კოსტიუმით მივიდა.

გადო, რომელიც DC-ის კომიქსის ეკრანიზაციაში სუპერგმირს განასახიერებს, ვირჯინიის შტატში, ჩარჩ ფოლსში იმყოფებოდა, სადაც Wonder Woman-ის მომდევნო ფილმის გადაღება მიმდინარეობს. მსახიობი სწორედ აქ არსებულ საავადმყოფოს ეწვია. 

გალ გადოს მთლიანად ქალი-საოცრებას კოსტიუმი ეცვა და მისსავე მანქანას მართავდა. "სუპერგმირის" სტუმრობამ როგორც საავადმყოფოს პაციენტები, ისე ექიმები გაახალისა. 

"დიდი მადლობა გალ გადოს ინოვას ბავშვთა ჰოსპიტალში სტუმრობისთვის. შენ ნამდვილად ქალი-საოცრება ხარ. ბავშვები ბედნიერები იყვნენ, ისევე როგორც პერსონალი", - დაწერა ტვიტერზე კლინიკის კარდიო-ქირურგმა, ლუკას კოლაზომ


ფოტო: twitter


ფოტო: (Oliver Contreras/The Washington Post
 

კომენტარები