აზერბაიჯანი

მინგეჩაურის წყალსაცავზე აფეთქების გამო აზერბაიჯანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ილჰამ ალიევი მინგეჩაურის განახლებული ჰიდროელექტროსადგურის გახსნაზე, 2017
president.az

გუშინ, აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავზე არსებულ ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების გამო ქვეყნის უდიდეს ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ ბაქოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

გავრცელებული ცნობით აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა, რომელსაც 20 წუთის მანძილზე აქრობდნენ. ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ვრცელდება ვარაუდი, რომ აფეთქება 40 გრადუსიანი სიცხის გამო ელექტროენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია.

ჰიდროელექტროსადგურის ხელახლა ამუშავების შემდეგ დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება კიდევ ერთხელ შეწყდა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ინციდენტს შეისწავლის.

კომენტარები