გურჯაანის რაიონში, სოფელ ახაშენში სახლში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა - 225 კვ.მ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.