კრიმინალი

შსს: ბათუში დავაკავეთ პირი, ვინც ზუგდიდში კაფე "ალერტი" დააყაჩაღა

flickr

სამართალდამცველებმა ზუგდიდში კაფე "ალერტის" დაყაჩაღებისთვის ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ., დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 22 ივნისს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე კაფე "ალერტი“ დააყაჩაღა. რ.კ.-მ კაფეში მომუშავე პერსონალს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები