კობახიძის ვიზიტი აშშ-ში

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან  -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერ პოლ რაიანს და სამი ქვეყნის აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა  კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან, სენატორ კორი გარდნერთან, ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე  ვეს მიტჩელთან.

კომენტარები