კალაძე ქუჩის მუსიკოსებს: იმღერეთ, რამდენიც გინდათ, ისიამოვნეთ და გვასიამოვნეთ

კარგია,რომ სერგი გვარჯალაძემ დააზუსტა, რისი თქმა სურდა. რამდენი მუსიკოსი ყავს თბილისს, არავინ ითვლის და არც არავინ ზღუდავს, პირიქით - იმღერეთ, რამდენიც გინდათ, ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ, უბრალოდ ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში. ძალიან მარტივია: სადაც ხალხს სძინავს (არის საძილე რაიონები, ადგილები), სხვა საათი განისაზღვრება, სადაც ტურისტული სივრცეა - იქ სულ სხვა. ჩვენ რაღაც სიახლეს არ ვიგონებთ, ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქალაქში ეს მიდგომებია. 

თბილისის მერი კახა კალაძე Facebook Live-ში. თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა, ქუჩის მუკისოსებს დაკვრისთვის "დოკუმენტი" დასჭირვებოდათ. სწორედ ამის შემდეგ მოუწიათ განმარტებების კეთება თავად გვარჯალაძესაც და დედაქალაქის მერსაც.

კომენტარები