დროებითი საგამოძიებო კომისია

სარალიძე: გახარიას სურდა ჩემი კითხვები მაქსიმალურად აერიდებინა

ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ წულუკიანმა ეს საქმე არ იცოდა, გახარიამ ეს საქმე არ იცოდა და კვირიკაშვილზე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს საქმე არ იცოდა და ძალიან დიდი შეცდომა იყო თუ ხელისუფლება გადადგა იმიტომ, რომ ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარათ. კიდევ, ძალიან ცუდია, რომ ჩემ შვილზე აკეთებენ აქცენტებს. მაჩალიკაშვილი ვინ მოკლა? ამ კაცს რატომ არ უნდათ ვინმემ პასუხი გასცეს, ჩემთვის ძალიან საეჭვოა.

გახარია თავს იმართლებდა პრემიერთან. მას არ მოეწონა ჩემი დასმული კითხვები, რაც ბატონ კვირიკაშვილს დავუსვი და რაზეც კვირიკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა. ბატონ გახარიას სურდა მაქსიმალურად აერიდებინა ის კითხვები, რაც მე დავსვი...

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს. კომისიამ,ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მოუსმინა. სარალიძემ ყოფილ პრემიერმინისტრთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

კომენტარები