დიდგორობა

დიდგორობის უქმედ გამოცხადებაზე პატრიოტთა ალიანსს კანონპროექტი შეაქვს

ემზარ კვიციანი
საქართველოს პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში 12 აგვისტოს, ანუ დიდგორობის უქმე დღედგამოცხადებისთვის საკანონმდებლო პროექტის წარდგენას გეგმავს. ეს დიდგორობის უქმედ გამოცხადებისთვის უკვე მეორე საკანონმდებლო ინიციატიაა. წინა ჯერზე დიდგორობის უქმედ გამოცხადებას ნუკრი ქანთარია ითხოვდა.

"კანონპროექტის მიღების მიზეზია, 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დაფასება და ამ საამაყო დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღეა. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში არსებული უქმე დღეების ჩამონათვალი:

  • 1 იანვარი - ახალი წელი;
  • 2 იანვარი - ახალი წელი;
  • 7 იანვარი –  შობა;
  • 19 იანვარი – ნათლისღება;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • დიდი პარასკევი - სააღდგომო დღე;
  • მიცვალებულტა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობა.

კომენტარები