გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან ერთი პირი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონიდან, სოფელ ახალუბნის მკვიდრი გაიტაცეს.

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ახალუბნის მკვიდრი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო დააკავეს. უწყობისვე ცნობით, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული პირი მწყემსია და ორ სხვა თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა, როდესაც გაიტაცეს.

კომენტარები