ბიონსე და Jay-Z

ბიონსემ და ჯეიზიმ საერთო ალბომი გამოუშვეს

ბიონსემ და ჯეიზიმ ახალი საერთო ალბომი "everything is love" გამოუშვეს. ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.

ალბომში ცხრა ახალი სიმღერა არის შესული, ასევე შედის ერთი ბონუს-სიმღერა "Salud". ჯერჯერობით ახალი ალბომის სიმღერების მოსმენა მხოლოდ TIDAL-ზე არის შესაძლებელი.

ახალი ალბომის გამოსვლის შესახებ, რამდენიმე საათის წინ ბიონსემ საკუთარ ინსტაგრამზე დაპოსტა.

იუთუბში ასევე გავრცელდა ალბომის ერთ-ერთი სიმღერა "Apeshit", რომლის კლიპიც ლუვრში არის გადაღებული.

კომენტარები