საქართველოს მთავრობა

კობახიძე: მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი

ბატონი მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი. შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში უკვე ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები