სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: პრეზიდენტი არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული. გული მტკივა

ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებებში. არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. ამაზე მართლა გული მტკივა, როცა სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, არის გარანტი რაღაცეების, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა", განაცხადა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით და რომ "უნდა დამთავრდეს ეს მასკარადი, როცა პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან და ირჩევიან". გარდა ამისა, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე, ქვეყნის პრემიერმინისტრი უნდა გახდეს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები