NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
13 ივნისის სტიქია

მზიურის პარკში ღონისძიება "ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" გაიმართა [ფოტოები]

ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018 - 00:26
tbl.ge/2z42
დაკოპირდა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
კახა კალაძე მზიურში ღონისძიებაზე "ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი"თბილისის მერია
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა
"ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" მზიურშიტაბულა

მზიურის პარკში თბილისის მერიის ორგანიზებით ღონისძიება "ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგამოფენა და ვიდეოჩვენება გაიმართა, რომელიც ასახავდა როგორც სტიქიის დღეს, მის შედეგებს, ასევე, მოხალისეების ჩართულობას ქალაქის გაწმენდის სამუშაოებში.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები: ნინო ალავიძე, ალექს აფციაური, გია აბდალაძე, გიო მაჭავარიანი, დინა ოგანოვა, ერეკლე როსტომაშვილი, თინა კიღურაძე, ლაშა გიგაური, ლელი ბლაგონრავოვა, ნინუცა კაკაბაძე და ნოდარ ცხვირაშვილი.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.

„დღეს, მზიურის პარკში ის მძიმე დღეები კიდევ ერთელ გავიხსენეთ, რაც 13 ივნისის ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული. დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო. ახალგაზრდების როლი, სოლიდარობა იყო მნიშვნელოვანი, რაზეც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. სამი წლის წინ, მათთან ერთად მდგომი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ დედაქალაქზე პასუხისმგებელი ადამიანი ვიქნებოდი. დღესაც ახალგაზრდების გვერდით ვდგავარ. დარწუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ, როგორც რიგითი ადამიანები, მოხალისეები, მაშველები, ადამიანები, ვისაც ქალაქი უყვართ და აქვთ სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, - განაცხადა კახა კალძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.
თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

13 ივნისის ტრაგედიაკახა კალაძეთბილისის მერიამზიური13 ივნისის სტიქია

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019 - 14:01კალაძე: 13 ივნისის ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს
  • ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018 - 11:24თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება
  • ოთხშაბათი, 13 ივნისი, 2018 - 14:3613 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა
  • ორშაბათი, 13 ივნისი, 2016 - 12:492015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან წელიწადი გავიდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:39

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:13

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – POG
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:55

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – POG

STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის  ერთობლივი პროექტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:29

STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕