13 ივნისის სტიქია

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან წელიწადი გავიდა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან წელიწადი გავიდა. 13 ივნისს, ღამით ვერეს ხეობაში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, იქ მყოფი ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობამ იმსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში აღმოჩნდა. წყალდიდობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისის ცენტრში, ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა მამაკაცი მოკლა.

ვიდეოში იხილავთ 2015 წლის 13 ივნისისა და დღევანდელ კადრებს.

კომენტარები