გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე. გუშინ იყო შეხვედრა სადაც მონაწილეობდა უმრავლესობა, იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა ამ შეხვედრას, მანაც დააფიქსირა თავისი მოსაზრებები და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია პრობლემურად დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგის [კვირიკაშვილი] მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი იყო ამ წლების განმავლობაში, იყო წარმატებები, თუმცა, არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ახალი სისხლი მგონია, რომ კიდე უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.
კახა კალაძე
კალაძე კვირიკაშვილის გადადგომაზე: ახალი სისხლი მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო ეფექტური
tbl.ge/2z3y
დაკოპირდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომაზე კომენტარი გააკეთა.
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




