მოძრაობის შეზღუდვა

კახეთის გზატკეცილის ნაწილზე სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

კახეთის გზატკეცილის ნაწილზე საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

"თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს."- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები