არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედრის ექპერტიზის თარგმანი არ ჰქონდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა, სადაც მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა იყო, უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის ცენტრალური საკითხი ტატუნაშვილის ცხედრისთვის ჩატარებული შუალედური ექსპერტიზის დასკვნა იყო, თუმცა, ქართულ მხარეს სამხარაულის ბიუროს ქართულენოვანი დასკვნის თარგმანი არ აღმოაჩნდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე და მატერიალური სახით მათთვის გადაცემა... შესაძლოა, მათ ვერ მოეხერხებინათ ადგილზე წაკითხვა“ - თქვა სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა მოითხოვა, მაგრამ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებისგან ამ საკითხზე ინფორმაცია, წინა შეხვედრის მსგავსად, ვერც ახლა მიიღო.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და მოკლეს. მისი ცხედარი საქართველოში მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას სიცოცხლეშივე მიღებული ქონდა 100-ზე მეტი დაზიანება.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, 24 მარტს დაკრძალეს.

კომენტარები