არჩილ ტატუნაშვილის საქმე

მეზვრიშვილი: არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია. მეზვრიშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნება წამების კვალი.

"როგორც მოგეხსენებათ, ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა მივიღეთ. ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ, ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“. - ამბობს მეზვრიშვილი.

არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს კი მისი ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს.

კომენტარები