გზებიდ დეპარტამენტი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სავალი ნაწილი ჩაწყდა, მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კმ-ზე(უშგული-ლასდილი) ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები