მის ამერიკა

"მის ამერიკის" კონკურსანტებს საცურაო კოსტუმებში აღარ შეაფასებენ

Cnn.com

ყოველწლიური კონკურსის, "მის ამერიკის" კონკურსანტებს საცურაო კოსტუმებში აღარ შეაფასებენ - ამის შესახებ გუშინ, 5 ივნისს გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი ორგანიზატორისა და 1989 წელს კონკურსის გამარჯვებულის, გრეჩენ კარლსონის თქმით, ჟიურის წევრები კონკურსანტების შეფასებისას მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს აღარ დაეყრდნობიან.

"ამიერიდან, ჩვენ კონკურსანტებს მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით აღარ შევაფასებთ. კონკურსში ყველა ზომისა და ფორმის ქალი იქნება ჩართული. ჩვენს ქვეყანაში კულტურული რევოლუცია მიმდინარეობს, სადაც ქალებს ჰყოფნით სიმამაცე, რომ ხმა აიმაღლონ მრავალ თემასთან დაკავშირებით. კონკურსი ამაყია, რომ ამ ცვლილელებს უერთდება" - თქვა გლეჩენ კარლსონმა.

საცურაო კოსტუმებით გამოსვლის ნაცვლად, კონკურსანტებთან ჩატარდება ინტერვიუები, სადაც ისინი აქტუალურ თემებზე, მათ მიზნებსა და მის ამერიკის როლზე ისაუბრებენ.

"მის ამერიკა" 2019 ABC-ზე, 9 სექტემბერს გავა. 

კომენტარები