სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

კობახიძე: გუშინ უბრალოდ ოფიციალურად გაცხადდა, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე

გუშინ უბრალოდ გაცხადდა ეს ოფიციალურად, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე. წინა დღეებშიც ცხადად ვხედავდით იმას, თუ როგორ წარიმართა და ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს ასე ვთქვათ, მიტინგები. რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო საზოგადოებრივი რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა. განაჩენთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით. თუმცა ამის შემდეგ, იმავე დღეს, საღამოდან, პრაქტიკულად პროცესზე სადავეები ხელში აიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". ასე გრძელდებოდა ეს პროცესები ამ ორი დღის განმავლობაში და ეს უბრალოდ, საბოლოოდ გაცხადდა გუშინ. ვიხილეთ სამწუხაროდ, მე ვიტყოდი, კომიკური სურათიც, ასე შეფასდა საზოგადოების მიერ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ აქციაზე. შესაბამისად, ყველაფერი არის ბუნებრივია, ცხადზე უცხადესი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად გამართული აქციების შესახებ საუბრობს.

კომენტარები