სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პრემიერი: ჩვენი მიზანია პროკურორობის კანდიდატს საზოგადოებისგან ლეგიტიმაცია ჰქონდეს

ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. ასევე, როგორც შევპირდით საზოგადოებას, იქნება მაქსიმალურად ფართო ეს კონსულტაციები. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამაზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა მსჯელობა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესახებ ეეს განცხადება დღეს, "ქართული ოცნები" პოლიტსაბჭოს შემდეგ გააკეთა.

კომენტარები