სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძე პატრიარქს შეხვდა, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია

imedinews

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან დასრულდა.

შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ზაზა სარალიძეს მის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი მისი შვილის მკვლელობას ეხებოდა.

ილია მეორე სარალიძეების ოჯახს მას შემდეგ შეხვდა, რაც ამის სურვილი თავად ზაზა სარალიძემ გამოთქვა.

რუსთაველის გამზირზე აქცია "ნუ მომკლავ" დღეს, 18:00 საათზე განახლდება.

კომენტარები