კარდაშიანისა და ტრამპის შეხვედრა

კიმ კარდაშიანი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ, მათ ციხის რეფორმაზე ისაუბრეს

twitter.com/realDonaldTrump

გუშინ, 30 მაისს, კიმ კარდაშიანი და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ. მათ ციხისა და სასჯელის რეფორმაზე ისაუბრეს.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა კიმ კარდაშიანთან. ვისაუბრეთ ციხისა და სასჯელის რეფორმაზე" - წერს ამერიკის პრეზიდენტი.

შეხვედრის მიზეზი 62 წლის ელის ჯონსონი გახდა, რომელსაც ნარკოტიკების ერთჯერადი რეალიზაციისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ჯონსონმა ციხეში უკვე 21 წელი გაატარა და სწორედ მისი შეწყალების თხოვნისთვის შეხვდა კიმ კარდაშიანი დონალდ ტრამპს.

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტს ჩემთვის დათმობილი დროსთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ელის ჯონსონს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ნარკოტიკების ერთჯერადი რეალიზაციისთვის." - წერს კიმ კარდაშიანი.

კომენტარები