ინდოეთი

ინდოეთში "ეშმაკის ბორბალი" ჩამოწყდა, რასაც 10 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

კვირას, ინდოეთში, ე.წ ეშმაკის ბორბლის მოწყვეტის შედეგად 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო-კადრები ასახავს მომენტს, როდესაც ადგილი, სადაც გოგონა იჯდა, წყდება ატრაქციონს და მიწას ენარცხება.

ინციდენტის შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, რომლებმაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს.

გასართობი ატრაქციონი ადგილობრივი კოლეჯის ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც უქმე დღეების გასატარებლად უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

თვითმხილველების თქმით, მათ შეამჩნიეს მოშვებული ღვედები, რაზეც ატრაქციონის მმართველ ოპერატორს აცნობეს, მაგრამ მას რეაგირება არ მოუხდენია.

India.com-ის ცნობით, ოპერატორი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა.

ინციდენტის შემდეგ, შემსწრე ადამიანებმა ოპერატორს სცემეს. ის პოლიციამ დაიხსნა.

საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები