ირლანდიის რეფერენდუმი აბორტის შესახებ

ირლანდიელებმა რეფერენდუმზე აბორტის ლეგალიზებას დაუჭირეს მხარი

ირლანდიელები აპროტესტებენ აკრძალვას აბორტზე
Clodagh Kilcoyne / REUTERS

რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ირლანდიელებმა აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს. ამ დრომდე ქვეყანაში აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ლეგალური, თუ ორსულობა დედის სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს.

საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გამოცხადდება, თუმცა ქვეყნის პრემიერმა, რომელიც აბორტზე აკრძალვების მოხსნის მომხრე იყო, მომხდარს უკვე უწოდა "ჩუმი რევოლუცია".

"ხალხმა საკუთარი აზრი გამოთქვა, მოქალაქეებმა თქვეს, რომ მათ სჭირდებათ თანამედროვე კონსტიტუცია, თანამედროვე სახელმწიფოში" - განაცხადა ლეო ვარადკარმა.

ეკზიტპოლების მიხედვით, აბორტის ლეგალიზებას მხარი ამომრჩეველთა 66%-მა დაუჭირა.

კომენტარები