დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს, არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა.
tbl.ge/2xfx
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!
- კობახიძე: მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ უქმედ, ფასეულობებს უნდა გავუფრთხილდეთ
- "დავანახოთ მსოფლიოს" - მდინარაძის თქმით, "ოჯახის სიწმინდის" დღის მსვლელობას უერთდება
- "ოჯახის სიწმინდის" მსვლელობასთან დაკავშირებით 17 მაისს მოძრაობა შეიზღუდება
- მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა