ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებული ქვეყანაში არის დამანგრეველი.
შესაბამისად, ჩვენ სანამ სხვა სამუშაო ჯგუფებს შევქმნით და ვიმუშავებთ, ალბათ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც ოთხი მილიონი ქართველი გავწევრიანდებით იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, როგორ შევძლოთ, რომ ერთმანეთს ვუსმინოთ, რადგან არც ლიბერალიზმის და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორ დღიანი აქციები ამას ეხებოდა და მხოლოდ ამის მერე ეხებოდა ნარკოპოლიტიკას.





