შუალედური არჩევნები

შუალედური არჩევნები სოფელ ცაიშში - "ოცნების" კანდიდატმა ხმების 63.68% მიიღო

ghn.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ ცაიშიდან, ქართული ოცნების კანდიდატი თენგიზ ალმასია გახდა. მან ხმების 63.68% მიიღო. მეორე ადგილზეა ევროპული საქართველოს კანდიდატი გოდერძი კუკავა 33.51%-ით. დათვლილია სამივე უბნის მონაცემები. 

სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ცაიშიდან, თამაზ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.

კომენტარები