ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული ე.ჰ.დამნაშავედ ცნო. მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
"დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, ე.ჰ-მ ქ.ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ.დ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას ა.დ-ს განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. ე.ჰ-ს ქმედებით მ.დ-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო ა.დ-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ასევე დადგინდა, რომ ე.ჰ-მ 2017 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.ქობულეთში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა" - აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა ე.ჰ. 2018 წლის 6 იანვარს ქ.ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა.





