ნარკოტიკები

დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წელი მიუსაჯეს

bradenton.com

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მსჯავრდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. ჰ.გ.-ს ბრალდება სისხლისსამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები