თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე, სახლში გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა. ორი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მათ კვამლით ინტოქსიკაცია მიიღეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი.





