აშშ-ის ახლად დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ NATO-სა და რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა:
"რუსეთი საფრთხეს უქმნის მოკავშირეებს და პარტნიორებს როგორც სამხედრო გზით, რაც 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოჩნდა, ასევე აგრესიული კამპანიით, რათა საფუძველი შეურყიოს დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რუსეთის მიუღებელი ქმედებების პირობებში NATO არის უფრო საჭირო ვიდრე ოდესმე. როგორც ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რუსეთის მიერ შექმნილი სამხედრო წარმოების ნერვული აგენტის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გამოყენება იყო უპასუხისმგებლო საქციელი, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. აშშ-მა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ნატო არ უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიან ურთიერთობას რუსეთთან, სანამ ოფიციალური მოსკოვის ქმედებებში არ გამოჩნდება მკაფიო ცვლილებები და სანამ რუსეთი არ დაემორჩილება საერთაშორისო კანონებს." თქვა მან.





